|
2017-07-28 11:21:32, 728 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან, კასპის გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილთან და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და რაიონში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავარ გამოწვევად რაიონში აგროდაზღვევის სისტემა, მოსავლის სარეალიზაციო ბაზრები, მცენარეთა მოვლის საშუალებების ხარისხი და სარწყავი წყლის მიწოდება რჩება. მინისტრის განცხადებით, 2012 წლამდე საქართველოს მასშტაბით 40 ათასი ჰა სარწყავიანდებოდა, ამ ეტაპისთვის კი ეს ციფრი 3-ჯერ გაიზარდა და 110 ათას ჰექტრამდეა შესაძლებელი სარწყავი წყლით სარგებლობა. დაგეგმილია პროექტები და მელიორაციისა და ირიგაციის ახალი სტრატეგიის თანახმად, 2020 წლამდე უკვე 200 ათასი ჰა იქნება წყალუზრუნველყოფილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა მცენარეთა მოვლის საშუალებების რეალიზაციის მოწესრიგების კუთხით, ახლო მომავალში კი უკვე შესაძლებელი იქნება ბაზარზე ხარისხიანი საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფა, რომელიც ხარისხიანი მოსავლის გარანტიაა. ასევე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევის სისტემის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საპილოტე პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს დაიწყო, სხვადასხვა რისკების მართვა დაემატება და ინტენსიური საფუძველი შეიქმნება, რომ მეტად ხელმისაწვდომი იყოს ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლის მცხოვრებლებს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებიც გააცნო, რომლის თანახმადაც 24 მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებს კიდევ 5 მუნიციპალიტეტი - კასპი, მცხეთა, საგარეჯო, წყალტუბო, ხაშური დაემატა. ლევან დავითაშვილის თქმით, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობისათვის. ეს არის 2 წლიანი პროგრამა, რისთვისაც სახელმწიფო გამოყოფს 6 მილიონ ლარს. შეხვედრა კასპის გამგეობის შენობაში გაიმართა.
(NS)
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)