|
2017-07-28 11:16:17, 2659 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: პოროშენკოს ვიზიტი და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესებია
„ღრმად მწამს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესებია",- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტის კითხვას - „უკავშირდება თუ არა პეტრო პოროშენკოს ვიზიტს მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა“. მინისტრის თქმით, აღნიშნული პროცესები დროის მცირე ინტერვალში მოხდა და უბრალოდ დამთხვევაა. "მე ღრმად მწამს რომ ეს ორი პროცესი, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა, დამოუკიდებელი პროცესებია და არ არის ერთმანეთთან კავშირში. თუ ეს დროის მცირე ინტერვალში მოხდა, მჯერა რომ დამთხვევაა. საკუთრივ ექსტრადირების საკითხი, ეს არ არის პოლიტიკური თემა. მიუხედავად ამისა, ბევრი ცდილობს რომ პოლიტიკური სარჩული შესძინოს. ეს არის იურიდიული საკითხი და მჯერა რომ იურისტები შესანიშნავად გაერკვევიან",- აღნიშნა სერგეენკომ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)