|
2017-07-27 19:51:18, 2615 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ კახა კახიშვილისა და გიორგი ბაჯელიძის განცხადებების თაობაზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილისა და ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებლის, გიორგი ბაჯელიძის მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული განცხადებები. კერძოდ, 2017 წლის 10 ივლისს გავრცელდა მოქალაქე გიორგი ბაჯელიძის განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სამ შემთხვევაში - შპს „ბეიქერთან", შპს „ნილთან" და შპს „ქალი და ბიზნესთან" ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევით და სამინისტროს ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა კორუფციული გარიგების ფაქტს. აღნიშნულის საპასუხოდ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც გ.ბაჯელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, სამინისტროს შპს „ნილთან" არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული და ხსენებული კომპანია არ ახდენდა პატიმრებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას, ხოლო დანარჩენ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. კახა კახიშვილმა აღნიშნულ განცხადებაში სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ამ დროისთვის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და მიღებული შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)