22:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 19:02:31, 3147 ნახვა

მსოფლიო
კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.  ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებს პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისასვლელი გზა გადაუკეტა.

ვითარება მალევე განიმუხტა. პოლიციას არც ერთი პირი არ დაუკავებია.

შეგახსენებთ, კიევში აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა გააპროტესტეს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს ექს პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განმარტება დღეს გააკეთა.

უკრაინის  პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „ინტერფაქსს“ დაუდასტურა, რომ  პოროშენკომ რეკომენდაციის საფუძველზე, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საიტზე არ გამოქვეყნდება, გამომდინარე იქიდან, რომ  ინფორმაცია კონფიდენციალურია.

პოროშენკოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საიმიგრაციო სამსახურმა წარადგინა სარწმუნო ფაქტები მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას, არასაიმედო ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეობის საკითხებში პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ და პრეზიდენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ურჩია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics