|
2017-07-27 16:00:01, 2644 ნახვა
ეკონომიკა
ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა
ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა. ვებგვერდის საგადახდო სისტემას სს ,,ტერაბანკი“ შემოუერთდა. www.eAuction.ge-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ტერაბანკის ვიზა ბარათებითაც განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით. დღეის მდგომარეობით ვებგვერდზე 5 კომერციული ბანკის ელექტრონული კომერცია მოქმედებს:
ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველი ბანკის მომსახურებით და გადაიხადოს აუქციონში მონაწილეობის საგარანტიო/დარჩენილი ღირებულებები, ამასთან, გადაიხადოს ვებგვერდით სარგებლობის მომსახურების თანხები. დამატებით, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს ლიბერთი ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებით (LB PAY აპარატი), სწრაფად და მარტივად, განახორციელოს ელექტრონული აუქციონის საგარანტიო, დარჩენილი ღირებულებებისა და ვებგვერდის მომსახურების თანხების გადახდა. LB PAY აპარატის მეშვეობით ჩასარიცხი თანხის ლიმიტი განსაზღვრულია 0,5 ლარიდან - 1500 ლარამდე. სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ განაგრძობს განვითარებას და მაქსიმალურად ამარტივებს ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ვებგვერდის eAuction.ge მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით ყიდვა/გაყიდვის სერვისით სარგებლობას შეძლებს.
(NS)
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)