|
2017-07-27 11:41:16, 2413 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელს, ჟერომ ლეროს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის სასწავლო პროექტის, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სატრენინგო პროგრამის შემუშავება-განახლების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავების საკითხებიც განიხილეს. როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, არჩევნების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საარჩევნო ადმინისტრაციასთან აქტიურად თანამშრომლობს. „საარჩევნო პერიოდში უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ. სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)