|
2017-07-27 11:39:39, 2029 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია თბილისის მეტროს კვლევის პრეზენტაციას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით ჩატარებული თბილისის მეტროს კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული კვლევა მოიცავს თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას და მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს. კვლევაში შესწავლილია თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, მგზავრების უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები. „აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება ძალიან მნიშვნელოვანი საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას გულისხმობს. ბოლო პერიოდში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციასა და, საერთოდ, მეტროსადგურების განახლებაზე. ამდენად, აღნიშნული კვლევა იქნება ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი, რომლიც მეტროს შემდგომი სწორი განვითარების დაგეგმვაში მნიშვნელოვან სამსახურს გაგვიწევს,“-განაცხადა დავით ნარმანიამ. საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორის, იეშიმ ელჰან- კაიალარის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკს თბილისის მერიასთან ძლიერი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათი ხელშეწყობით ჩატარებული კვლევა გადაიქცეს ხელშესახებ პროექტად, რომელიც თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას შექმნის. თბილისის მეტროპოლიტენი, ყოველდღიურად, საშუალოდ 289 ათას მგზავრს ემსახურება. მეტროპოლიტენი თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, სამარშრუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილზეა.
(NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)