|
2017-07-26 13:40:46, 2302 ნახვა
კომენტარი
სოფიო ქაცარავა: საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრის სოფიო ქაცარავას განცხადებით, მმართველი გუნდი იყენებს ყველა ფორმატსა და მექანიზმს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში იდგეს. ქაცარავას თქმით, ამ თემაზე ოპონენტების მხრიდან სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია: „ყველა დონეზე მართლაც არ ვიშურებთ არანაირ ძალისხმევას, რომ მშვიდობიანი გზით ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული უდიდესი პრობლემა მოვაგვაროთ. ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმატსა და მექანიზმს, ორმხრივს თუ მრავალმხრივს იმისთვის, რომ ეს თემები ყოველთვის მაღალ დონეზე, ნებისმიერ დონეზე იქნას განხილული და იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ჩვენ ამ მხარდაჭერის შედეგებს, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვხედავთ. შესაბამისად, ყველა ის სპეკულაცია, რასაც ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, საფუძველს მოკლებულია და ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. ცალსახაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმის ფონზე, როდესაც ვხედავთ რუსეთის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს. ჩვენი პარტნიორების მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და ბოლო პერიოდში გაიზარდა აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეების ძლიერი მხარდაჭერა“, - აღნიშნა ქაცარავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)