|
2017-07-26 13:35:53, 3148 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტის შენიშვნები არგუმენტირებული არ იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არაარგუმენტირებული იყო და ძირითადად ჰიპოთეზას ეფუძნებოდა: „მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო ვეტოს საკითხს, ყურადღებით გავეცანით ყველა იმ შენიშვნას, რომელიც წარმოდგენილი იყო პრეზიდენტის შენიშვნებში, საკომიტეტო მოსმენაზე გვქონდა აქტიური მსჯელობა და დისკუსია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხებიც შენიშვნის სახით იყო წარმოდგენილი, თუმცა ყველა საკითხი მთლიანობაში ეფუძნებოდა ჰიპოთეზას, მხოლოდ მიმართული იყო ვარაუდებზე, არა ფაქტებზე, არგუმენტებზე, აქედან გამომდინარე, მე დავრწმუნდი იმაში, რომ შენიშვნები არ იყო არგუმენტირებული“,-აღნიშნა ოხანაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. სხვა საკითხებთან ერთად, სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს 20 ივლისს ვეტო დაადო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)