|
2017-07-25 17:57:42, 2428 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, დეკანოზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეშუამდგომლა
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა ჩვენებით დაადასტურა, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი ეშუამდგომლა სახელმწიფოსთან დეკანოზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეულმა სასულიერო პირებმა გადააფიქრებინეს. კერძოდ, მეხრიშვილის განმარტებით, მეუფე იაკობმა და სხვა მეუფეებმა პატრიარქს უთხრეს, რომ გიორგი მამალაძისთვის უკეთესი იქნებოდა ციხეში ყოფილიყო, რადგან გარეთ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა. „მოწმემ თქვა, რომ პატრიარქი დაარწმუნეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა გიორგი მამალაძე ციხეში მჯდარიყო გამოძიების მიმდინარეობის და საქმის განხილვის დროს. ამის შემდეგ შეიცვალა პატრიარქმა პოზიცია და აღარც ციხეში შესულა. ეს ოხანაშვილმა დაადასტურა“,-აღნიშნა მეხრიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)