|
2017-07-24 13:12:39, 2126 ნახვა
საზოგადოება
„გირჩი“ პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ლეგალიზაცია ტრეფიკინგის პრევენციისთვის საუკეთესო გამოსავალია. „გირჩი“ პარლამენტს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს უახლოეს დღეებში წარუდგენს. "ჩვენ, ყველა უკვე წლებია ვართ მომსწრეები და მონაწილეები სექსმუშაკებზე ძალადობის და მათი ჩაგვრის. ხელისუფლება პერიოდულად აქტიურდება სექსინდუსტრიის წინააღმდეგ აკავებს ადამიანებს, ხურავს დაწესებულებებს, სხვადასხვა გზებით თუ საშუალებებით ძალადობს სექსმუშაკებზე, მაგრამ არ უნდა იმის აღიარება, რომ ამ ინდუსტრიასთან ბრძოლის ერთადერთი გზა მისი ლეგალიზებაა. სირცხვილია, რომ დღეს საქართველოში ეს ინდუსტრია არ არის სრულად ლეგალური, ამის შედეგად ვღებულობთ სექსმუშაკების სრულ დაუცველობას და მათზე ძალადობას, ქუჩაში მყოფი არასრულწოვანების იძულებით ან მოტყუებით პროსტიტუციაში ჩართვას, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებას, ტრეფიკინგს და ათას სხვა რამეს რაც ჩვენი, საზოგადოების აღშფოთებას უნდა იწვევდეს. სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თან სარგებლოს სექსუალური მომსახურებით და იგივე ადამიანები სხვებთან ერთად აღშფოთებულები არიან სექსუალური მომსახურების არსებობით და არ ფიქრობენ იმ შედეგებზე, რაც ამ სფეროს არალეგალიზებული საქმიანობის შედეგად ვღებულობთ. ადამიანის სხეული, ადამიანის საკუთრებაა და შესაბამისად მას აქვს უფლება გამოიყენოს თავისი სხეული ისე, როგორც მას მიაჩნია, თუ ამით სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს. პროსტიტუციაში ჩართული ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმუშაონ სექს-მუშაკებად, მათი დამოუკიდებელი და გააზრებული არჩევანია, თუმცა შეიძლება მათთვის არასასურველი გადაწყვეტილებაა და განპირობებულია მრავალი მიზეზით. რატომ არ გვადარდებს, რომ ისინი მუდმივად ძალადობის მსხვერპლი არიან, როგორც ფიზიკური, ისე მორალური, რატომ არ ვფიქრობთ, რომ ჰყავთ შვილები, მშობლები და ადამიანები რომლებიც მათზე ნერვიულობენ. შესაძლებელია, საზოგადოების ნაწილში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებთან და სტერეოტიპებთან რაღაცა ქმედება არ მოდიოდეს შესაბამისობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება უნდა იყოს დაგმობილი და კანონით დასჯადი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში პროსტიტუცია უნდა იყოს სრულად ლაგელური და ამ საქმიანობის არც ერთი კომპონენტი არ უნდა ისჯებოდეს არც სისხლის და არც ადმინისტრაციული სამართლის წესით. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მკვლელებს, მოძალადეებს, ქურდებს და არა სექს-მუშაკებს. გირჩი, იწყებს ბრძოლას პროსტიტუციის ლეგალიზაციისთვის და უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს", - ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)