|
2017-07-24 12:34:23, 2226 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში, ზუგდიდის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება
თბილისის მერი დავით ნარმანია დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ახალი, ხუთჯგუფიანი ბაღი ზუგდიდის ქუჩის N3-თან შენდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტისთვის 1 019 მ2 ტერიტორიაა გამოყოფილი. ,,კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ და პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანი და, პარალელურად, შენდება სკოლაც. სკოლა და ბაღი - ერთ კონცეფციაში, ძალიან მარტივი და მოსახერხებელი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შესაბამისად, კიდევ ერთი კარგი საქმე კეთდება უბნისთვის, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მშენებარე ბაღის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დავით ნარმანიას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მიაწოდა. მისი თქმით, დიდუბის რაიონში მოთხოვნა საჯარო ბაღებზე ძალიან დიდია, რასაც ბაღების არსებული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ, ქალაქის გადატვირთულ რაიონში მოხერხდა გარკვეული ტერიტორიის მოძიება, სადაც ახალი, ხუთჯგუფიანი საბავშვო ბაღი აშენდება. ამავე მიზეზით, საბავშვო ბაღის პროექტი განსაკუთრებულია - ის მწვანე სახურავის პრინციპით მოეწყობა - სათამაშო მოედანი და მწვანე სივრცე შენობის სახურავზე განთავსდება. ბაღში ერთი ბაგის და ოთხი 3-დან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 35-მდე ადამიანი. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობასთან ერთად, ზუგდიდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. 1 050 მ2 ფართობზე ასფალტის ახალის საფარი იგება. სამუშაოების დამკვეთი დიდუბის რაიონის გამგეობაა. თბილისის მერთან ერთად, დღეს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშილმა, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა დაათვალიერეს.
(NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)