19:31 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 12:02:01, 786 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტს სტუმრობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  ხულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან და „გოდერძი რიზორტსის" ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს ადგილზე გაეცნო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კურორტის ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარეს ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ სიახლეებზე და კურორტის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ულამაზესი მწვანე ტბა მაღალმთიან აჭარაში პოპულარული და ტურისტულად დატვირთული მარშრუტია.

 პატარაძემ აღნიშნა, რომ  მას სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი პერსპექტივები აქვს.

ამ ეტაპზე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზურაბ პატარაძემ რეაბილიტირებული საავტომობილო გზა დაათვალიერა. 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარატამენტმა განახორციელა.

ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მიმდინარე წელს პროექტირების პროცესი დასრულდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება სანაგვე ურნები.

პროექტი 2018 წელს დასრულდება. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics