13:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-22 14:34:23, 2337 ნახვა

საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისლანდიაში დაკარგული ქართველის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ისლანდიაში დაკარგული ქართველის, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება დაკარგულის ოჯახთან კავშირზეა.

„საელჩო დაუკავშირდა ისლანდიის ძებნისა და სამაშველო ღონისძიებების ასოციაციას (ICE-SAR), სადაც განაცხადეს, რომ 1995 წლის 24 მაისს, რუსთავში დაბადებული ნიკა ბეგაძე, 19 ივლისს, დღის 5 საათამდე შევიდა გულფოსის ჩანჩქერში, რის შემდეგაც ითვლება დაკარგულად. მათივე განცხადებით, უკვე აღარ არის იმედი, რომ მოხდება მისი ცოცხლად პოვნა“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, ნიკა ბეგაძეს ისლანდიის პოლიცია მეოთხე დღეა ეძებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics