|
2017-07-21 15:40:27, 2436 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი, ახალი ბენეფიციარი, კომპანია „არგო“ შეემატა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანია ლიმონათის წარმოების ხაზის დამატებასა და უალკოჰოლო სასმელების მიმართულების ასორტიმენტის გაზრდას შეძლებს. უწყების ცნობით, კონკრეტულად, საწარმოში, რომელიც თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი, პირველ ეტაპზე 38 ადამიანი დასაქმდება, ყოველწლიურად კი 10 000 000 ლიტრი ლიმონათის წარმოებას გეგმავს. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო მიზნებს, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზება მოხდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტსა და სუპერმარკეტების ქსელში, ამასთანავე, დაგეგმილია ნაწარმის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაც. სს „არგო“ თბილისში, ლილოში, სამგორის რაიონში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხრიდან. (NS)
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)