|
2017-07-21 11:59:11, 2243 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო გადაწყვეტილება, რითაც სხდომები დახურულია
„პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სხდომები არის დახურული“,-ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვამდე განუცხადა. „პირველ რიგში მინდა ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სხდომები არის დახურული. მე პირველად დავიკითხე ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერებიდან გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე და მზად ვარ იგივე დავადასტურო, რასაც ვამბობდი ტელევიზიებში“,-განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტის კითხვაზე- შეეძლო თუ არა შორენა თეთრუაშვილს დეკანოზი მამალაძის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ „ეს არის ცინიზმი“. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუფე პეტრე ცაავა იკითხება.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)