|
2017-07-21 10:26:07, 4048 ნახვა
კულტურა
ქართველი მხატვრის ცირა ახობაძის წარმატება ნიუ-იორკში
ამერიკაში, ნიუ იორკში , ქართველი ემიგრანტი მხატვრის ცირა ახობაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენა არტპრომოუშენს კომპანია Madatart-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით. გამოფენა ჩელსის საგელერეო ნაწილში მდებარე Sepia Eye Gallery-ს სტუმარი გაიმართა, სადაც Madatart-მა აკვარელში შესრულებული ორმოცამდე ნამუშევარი წარმოადგინა. გამოფენის გახსნა ქართული სათვისტომოს წარმომადგენელებთან ერთად Madatart-ის ამერიკელი მეგობრებიც ესწრებოდნენ და გახსნის საღამომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. გაიყიდა რამოდენიმე ნამუშევარი. ,,ცირა ახობაძე თითქმის ცამეტი წელია ამერიკაში ცხოვრობს და ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა ნიუ იორკში, თუმცა ის მედეთარტის წევრი არტსიტია და აქტიურად არის ჩართული კომპანიის მიერ ორგანიზებულ გამოფენებსა და პროექტებში. 2016-2017 წლებში მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იყო მედეთარტის მიერ ემანუელ ფრემინ გალერიში, ჯადით გალერიში და ნიუ იორკის არტექსპოზე. საქართველოში ცხოვრების პერიოდში მისი ნამუშევრების სხვდასხვა დროს იფინებოდა ქარვასლასა და ცისფერ გალერეაში. ცირა ძალიან ნიჭიერი ხელოვანი, არაჩვეულებრივად ფლობს აკვარელით ხატვის ტექნიკას, აქვს საუკეთესო გრაფიკა და ზეთის ნამუშევრები. ვცდილობთ ის დამთავრიელებელს მრავალმხრივად წარვუდგინოთ. გასულ გამოფენებზე გვქონდა მისი გრაფიკა. პერსონალურ გამოფენაზე აკვარელი, მომავალ გამოფენაზე(ემანუელ ფრემინ გალერი) კი გადაწყვეტილი აქვს, ზეთის საღებავებში შესრულებული ნამუშევრით წარსდგეს დამთვალიერებლის წინაშე. სხვათაშორის ამერიკელბს ეს ძალიან აოცებთ და აფასებენ როცა ხელოვანი თანაბარი სიძლიერით ფლობს, სხვადასხვა ტექნიკას“, - განაცხადა ამერიკაში Madatart-ის დამფუძნებელმა მარიტა დამენიამ. გამოფენის ორგანიზატორი არტპრომოუშენს კომპანია Madatart-ი იყო, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ-იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)