|
2017-07-20 19:37:25, 2401 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება
პრეზიდენტის ვეტო-სთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველი გუნდი წინასწარი საუბრებით, ოთხშაბათზე ჩამოყალიბდა, თუმცა მისივე თქმით, შესაძლოა, თარიღი შეიცვალოს. „ეს არის დაახლოებით ოთხშაბათი, ჩვენ ასე ვფიქრობთ. ყოველ შემთხვევაში წინასწარი საუბრებით ოთხშაბათზე ჩამოვყალიბდით. შეიძლება რამე შეიცვალოს კიდევაც, უცვლელი ამ ქვეყანაზე არაფერია. რიგგარეშე სხდომაზე როგორც ერთი, ასევე მეორე ვეტო მე ვფიქრობ უნდა იქნეს დაძლეული. გარდა ამისა, ვფიქრობ უფრო ფართო განმარტებები უნდა გაკეთდეს საზოგადოების საყურადღებოდ, თუ რას ნიშნავს, რას გულისხმობს ვეტო და მოტივირებული შენიშვნები და რა არის რეალურად იმის მიზეზი, საფუძველი, რის გამოც ჩვენ ეს ვეტო უნდა დავძლიოთ. ეს არ არის დაკავშირებული არანაირ პოლიტიკურ პაექრობასთან, თუმცა ეს პოლიტიკური პაექრობაც ნამდვილად სახეზეა. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სჭირდება სახელმწიფოს, როგორ არის სამართლიანი და როგორი ხედვა გააჩნია ამასთან დაკავშირებით მეორე ოპონენტ ძალას. ეს არის ამოცანა და არა რაღაც თვითმიზანი, რომ ვეტო მაინცდამაინც იქნეს დაძლეული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)