|
2017-07-20 12:53:17, 2261 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო მწვავედ ავარიული ობიექტების დახურვის პროცესს აგრძელებს
„დევნილთა სამინისტრო თბილისში განაგრძობს მწვავე ავარიული შენობების და ასევე სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დახურვის პროცესს“,-ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო მოლაპარაკებებს დაახლოებით 40 სამშენებლო კომპანიასთან აწარმოებს. „სწორედ ასეთ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახებისათვის გარკვეული რაოდენობის ბინების შესყიდვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. უკვე ორი თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს დაახლოებით 40 სამშენებლო კომპანიასთან. კომპანიები ელექტრონულად წარმოადგენენ თავიანთ წინადადებებს როგორც სამინისტროს ასევე სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე მითითებულ სპეციალურ ელფოსტაზე offers@mra.gov.ge -ზე. ასევე ინფორმაცია გავრცელდა მენაშენეთა ასოციაციის საშუალებითაც. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ სამშენებლო კომპანიებს 10 დღის ვადაში წარმოადგინონ სპეციალურ კრიტერიუმებზე მორგებული წინადადებები. ჩვენ შეგვეძლება რაც შეიძლება მეტი წინადადებების მიღების შემთხვევაში საუკეთესო წინადადებები შევარჩიოთ. აქვე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ბინები უნდა იყოს ან ექსპლოატაციაში მიღებული ან მშენებარე მდგომარეობაში. რაც შეეხება რაოდენობას, ამ ეტაპზე სამინისტრო შეისყიდის ბინების იმ რაოდენობას, რაც აუცილებელია ერთის მხრივ ავარიულ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახებისათვის და ასევე სახელმწიფოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების დასახურად რათა არ შეფერხდეს ინვესტიციების განხორციელება. აქვე დავაანონსებ, მთავრობა მუშაობს პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელი მასშტაბით დაიწყება მასშტაბური მშენებლობები დევნილთა განსახლების მიზნით და ასევე განაცხადების მიღება.დამატებით ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე მიმდინარეობს მშენებლობები და დასრულების ეტაპზეა, ან ახალი ტენდერები გამოცხადდა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობისათვის როგორც ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, მცხეთაში, გორში და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ეს მასშტაბები გაიზრდება იმის შემდეგ რაც სპეციალური პროგრამა იქნება მიღებული მთავრობის მიერ წარმოდგენილი“,-განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. დევნილთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს კომპანიებს, რომ 10 დღის ვადაში წარმოადგინონ სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტანდარტების შესაბამისი წინადადებები. (NS)
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)