|
2017-07-19 19:33:22, 2175 ნახვა
საზოგადოება
„მუქარას არ შეგარჩენთ“ - აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს
აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების წინააღმდეგ, ქალთა სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. დემონსტრანტები რკინიგზელთა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მარჯანიშვილის მეტროსკენ მიემართებიან. „გაუპატიურება დანაშაულია“, „მორჩილება დასრულდა“, „ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია“, „სოლიდარობა, თავისუფლება, თანასწორობა“, „მუქარას არ შეგარჩენთ“, „ძალადობას ეროვნება არ აქვს“ - ამ და სხვა შინაარსი ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეები სოციალურ ქსელში გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ მუქარას აპროტესტებენ. ისინი მუქარის ავტორების დასჯას ითხოვენ. „საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა ძალიან მასშტაბურია. ის გამოიხატება მკვლელობებით, ცოლების და შვილების ცემით, გაუპატიურებებით და ამას კიდევ დაემატა ინტერნეტ სივრცეში გაუპატიურების მუქარები, რომელიც პირდაპირი მცდელობაა, რომ გააჩუმონ ქალები, რომლებიც საკუთარ აზრს, პროტესტს გამოთქვამენ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ეს აბსოლუტურად ნორმად და ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა. ეს რატომღაც ხალხს მიაჩნია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად. ძალადობა არის მიუღებელი, ჩაგვრა არის მიუღებელი. ჩვენი საზოგადოება ასეთ პირობებში ვერ განვითარდება. აუცილებელია სიძულვილის ენაზე უარის თქმა. ის მასიური შეტევა, რაც განხორციელდა თათია დოლიძეზე, როდესაც საათების განმავლობაში უამრავი ადამიანი ღიად აგინებდა და ემუქრებოდა ვანდალური ჯგუფური გაუპატიურებით, ეს ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ ნორმალური მოვლენა. ჩვენს საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის ქართველობა, ეს არ არის სიტყვის თავისუფლება, ეს არ არის ის ქვეყანა, რომლის მშენებლობაც ჩვენ გვინდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო პროტესტის დაფიქსირება“, - განაცხადა „ქალთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ. აქციაზე ათობით ადამიანი იმყოფება, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)