19:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 16:00:12, 2794 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ელჩებს „პარტიული დავალებები“ მისცა

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ელჩებისადმი გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება.

როგორც ფხალაძემ განაცხადა, დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანა-ბანაა, რომ დიპლომატიურ კორპუსს პარტიული დავალებები არ ეძლევა.

"უაღრესად სამწუხაროა და ძალიან ცუდია, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსს ესაუბრება როგორც პარტიულ აქტივს და აძლევს მათ პარტიულ დავალებებს.

ეს ის სამართლიანი პრეტენზიაა, რომელსაც ქართული საზოგადოება უყენებდა წინა ხელისუფლებას და რისი პრაქტიკაც 2012 წელს დასრულდა. მსგავსი ტიპის დავალებების მიცემა დიპლომატიური კორპუსისათვის სრულიად მიუღებელი და სრულიად დაუშვებელია", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics