|
2017-07-19 13:16:36, 2885 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი პოროშენკოს: ჩვენს სახელმწიფოებში ოკუპაციის ხაზები დაინგრევა
„არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან, მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და ასეთი ოკუპაციის ხაზები ორივე ქვეყანაში დაინგრევა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში განაცხადა. მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად, დღეს საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. „დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოებით ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი. მაგრამ, არც ქართველები, არც უკრაინელები არასდროს არ გამტყდარან, მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და ასეთი ოკუპაციის ხაზები ორივე ქვეყანაში დაინგრევა. ჩვენი სახელმწიფოები იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში, რუსეთის გარდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)