22:06 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 14:03:58, 2682 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პოროშენკო: სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიგვიღია

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და შესაბამისად, საკითხი არ განხილულა.

"ჩვენ ეფექტური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, მარამ ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა არ მიგვიღია. შესაბამისად, ეს საკითხი არ განგვიხილავს",- აღნიშნა პოროშენკომ.

რაც შეეხება ჟურნალისტებს კითხვას - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს უკრაინა, პოროშენკო აღნიშნა, რომ ექსტრადირების მოთხოვნის მიღებამდე ამ საკითხზე სათქმელი არაფერი აქვს.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში არავითარი პრობლემა არ არსებობს.

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური პრობლემები საქართველოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. უკრაინელი და ქართველი ხალხი გაერთიანებულია და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ერებს ვერავინ დაყოფს",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics