|
2017-07-14 18:35:05, 4418 ნახვა
კულტურა
საერთაშორისო ფონდ „SOS Talents“-ის და ფონდ „ლირას“ ახალგაზრდა პიანისტების კონკურსისთვის რეგისტრაცია გრძელდება
ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს Batumi MusicFest-ს, რომელიც 2-8 სექტემბერს ჩატარდება, წელს ცნობილი ფრანგი პროფესორი მიშელ სონი ეწვევა და ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს. მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების გასავითარებლად არის შექმნილი. მიშელ სონის მიდგომის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს. 7 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში საერთაშორისო ფონდ 'SOS Talents'-ი ახალგაზრდა პიანისტების ერთდღიან კონკურსს ჩაატარებს. კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებზე იქნებიან მიწვეულნი. კონკურსზე მონაწილეობის მიღება 7-დან 15 წლამდე მსურველებს შეეძლებათ. რეგისტრაცია დაწყებულია და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. ბათუმის მუსიკის ფესტივალი, რომელმაც წელს იუნესკოს პატრონაჟი მიიღო ,და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებები ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ 'ლირა'- ს ორგანიზებით იმართება, ხოლო პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია და მეტი ინფორმაციის მიღება შემდეგ მისამართზე მიწერით შუძლიათ - lyrafondation@yahoo.com (R)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)