|
2017-07-14 15:18:02, 2014 ნახვა
საზოგადოება
კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საჩივარი არ დააკმაყოფილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის და თამარ კეკენაძის საჩივრი არ დააკმაყოფილა. ზემოაღნიშნული პირები სადავოდ ხდიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებულ ვიდეო რგოლს, რომელიც საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აწვდიდა ინფორმაციას. ვიდეო რგოლი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პარლამენტის აპარატის მოთხოვნის საფუძველზე იყო განთავსებული. საჩივრის ავტორების აზრით, ვიდეო რგოლი არ აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს ვიანიდან, რეკლამით ხდებოდა მმართველი პოლიტიკური გუნდის იდეების გაჟღერება და ამასთან რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთებოდა არც საქველმოქმედო და არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი. "„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი განმარტავს რეკლამის სამ დეფინიციას – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამას: კომერციული რეკლამა – საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას; · სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას; ·წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას; კომისიამ, საჩივრის განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი რგოლის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ ვიდეო რგოლი არ წარმოადგენდა არც კომერციულ და არც წინასაარჩევნო რეკლამას და ამასთან, ვიდეო რგოლი სრულად აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით განმარტებულ სოციალური რეკლამის დეფინიციას, რადგან ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია",-ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე, საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიდნენ სარეკლამო რგოლში გაჟღერებული ინფორმაციის უტყუარობას, კომისიამ მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით დამატებით განმარტა, რომ მაუწყებელი სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხს არ აგებს. კომისიამ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)