|
2017-07-14 11:27:09, 2400 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი დაიკითხებიან
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი დაიკითხებიან. თეთრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა. როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია სასულიერო პირებისა და საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომლების დაკითხვა. „ისინი სხვადასხვა ტიპის სტატიაზე ისაუბრებენ, რომელსაც ბრალდებული უკვეთავდა საპატრიარქოს თემაზე“, - აღნიშნა გუბელაძემ. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. საქმეზე უკვე დაიკითხნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებსაც პროკურატურის ინფორმაციით, უშუალოდ ჰქონდათ შეხება ბარგის ამოღებასთან და დალუქვასთან, ასევე გამომძიებლები, რომლებმაც ამოიღებს ბრალდებულის ბარგი და ასევე ჩაატარეს ჩხრეკა მამა გიორგი მამალაძის სახლში. დაკითხულია ბრალდების მხარის ე.წ. ოქროს მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბინის მეპატრონე, სადაც პროკურატურისვე ცნობით, დეკანოზი უანგაროდ ცხოვრობდა, ადვოკატები-ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი, რომლებმაც ბრალდების მხარის მთავარ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს ურჩიეს, საგამოძიებო ორგანოებისთვის მიემართა, დაკითხულები არიან მამა გიორგი მამალაძის მეზობლები და სხვა პირები. საერთო ჯამში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა 120-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს. როგორც პროკურორები ამბობენ, აუცილებლად დაიკითხება საქმეში დაზარალებულად ცნობილი, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, თუმცა როდის მოხდება მისი დაკითხვა, ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)