04:37 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 21:06:07, 2389 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ბათუმის განახლებული სატრანსპორტო სისტემა უფრო უკეთ მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს

„მთელი გულით მინდა ბათუმს მივულოცო ეს შენაძენი, რომელიც უახლესი 1-1,5 წლის განმავლობაში ამ ქალაქში გამოჩნდება. ის შესაძლებლობას მისცემს ბათუმის სატრანსპორტო სისტემას კიდევ უფრო უკეთ მოემსახუროს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს უნდა იყოს დასაწყისი ბათუმში სატრანსპორტო რეფორმისა, რომელიც აღნიშნულ ქალაქს ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს გახდის, სადაც, მისი თქმით, ეკოლოგია იქნება მაქსიმალურად დაცული და სადაც, რაც შეიძლება მეტი ქუჩა იქნება საფეხმავლო ან იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრო ავტობუსები.

თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა მხარეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოში ევროკავშირის ელჩი როლი.

„მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს ჩვენს ქვეყანაში.  მისი მხარდაჭერით, იმ პროექტით, რომელიც ბათუმის მერიამ EBRD-თან ერთად მოამზადა, საბოლოო ჯამში, საგრანტო კომპონენტის თანადაფინანსება მივიღეთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics