|
2017-07-13 17:51:54, 3397 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატის ლილი გელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. "ბრალდების კვალიფიკაცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა, ანუ ქრთამზე არის წარდგენილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ამ ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება, რაც ნიშნავს რომ ის არ აღიარებს ამ ეტაპისთვის ბრალს. მტკიცებულებებზე და საქმის მასალებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებაზე. ამ ეტაპზე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ შეფასებისგან. უბრალოდ შეგვიძლია მის პოზიციაზე გითხრათ, რომ ის იყენებს დუმილის უფლებას", - განაცხადა გელაშვილმა. ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, ოთარ აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს. შეგახსენებთ, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)