მალტას პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინება დააკანონა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

" />
20:52 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 15:16:00, 3138 ნახვა

მსოფლიო
კათოლიკური მალტას პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინება დააკანონა

მალტას პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის მქონე პირების ქორწინება დააკანონა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მომხრე მალტას პარლამენტის 66 დეპუტატი იყო, ერთი კი, წინააღმდეგი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯოსეფ მუსკატის განცხადებით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა.

"ეს გადაწყვეტილება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი დემოკრატია და საზოგადოება უპრეცენდენტო განვითარების გზას ადგას. ამ საზოგადოებაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანი თანასწორები ვართ", - განაცხადა მუსკატმა.

მედიის ცნობით, ამიერიდან საბუთებში არ იქნება ნახსენები სტატუსი : "ქმარი" და "ცოლი", ასევე "მამა" და "დედა". ამ სტატუსებს ჩაანაცვლებენ სიტყვებით "მეუღლე" და "მშობელი".

როგორც მედია წერს, მალტას ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში დისკრემინაციის აღმოფხვრის მიზნით მიიღო.

ცნობისთვის, კათოლიკური მალტა, რიგით 24-ე ქვეყანა გახდა, სადაც ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინება დაკანონებულია. ცოტა ხნის წინ ასეთივე გადაწყვეტილება გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics