|
2017-07-13 13:05:00, 2898 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სიმ ბოქსის უკანონოდ განთავსება - გამოყენების ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ობიექტი, სადაც განთავსებული იყო ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. სიმ ბოქსი, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, რომლითაც უკანონოდ ხდებოდა საერთაშორისო ზარების ადგილობრივ ზარად გარდაქმნა. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრებიც უცხოეთის მოქალაქეები არიან, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნით, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს, რითაც მნიშვნელოვნად ზარალდებოდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიები. მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოს მასშტაბით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ე.წ. სიმ ბოქსის უკანონოდ განთავსება - გამოყენების ათეულობით ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 192-ე მუხლებით.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)