20:16 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 11:39:52, 2740 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მაროშ შევჩოვიჩი: ევროკავშირი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ინვესტორი და დახმარების აღმომჩენია საქართველოში

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას მაღალ შეფასებას აძლევს და ამბობს, რომ ისინი არ იშურებენ ძალისხმევას, რათა ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ევროკავშირთან ურთიერთობები გამყარდეს.

როგორც მან ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ინვესტორი და ოფიციალური დახმარების აღმომჩენია საქართველოში:

„ჩვენ ყველა იმ პროგრესულ რეფორმას ვუჭერთ მხარს, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ნათლად გამოკვეთილ ლიდერად აქცევს“,-აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics