|
2017-07-13 11:27:34, 1815 ნახვა
საზოგადოება
„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებს, ექიმებს პაციენტებსა და მედიას მრგვალ მაგიდასთან იწვევს
დისკუსიის თემა: ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის დასახვა 13 ივლისს, 17:00 საათზე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ (თავისუფლების მოედანი #4) ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“, საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, მორიგ ღონისძიებას გამართავს. შეხვედრა მოეწყობა სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერი ორგანიზაციები და მედია.ღონისძიების მიზანია, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2016-2017 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების წარდგენა). ამასთან, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის დასახვა, რათა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ყველა ქალბატონს მიეცეს სიცოცხლის შანსი. არსებულ პრობლემებს შორის მნიშვნელოვანია, სკრინინგ ცენტრებში მიზნობრივი ასაკობრივი ჯგუფის მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი, არასრულყოფილი დაფინანსება რეგიონებში, მკურნალობის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში საკონტროლო კვლევების დაუფინანსებლობა და სხვა. საყურადღებოა, რომ რეაბილიტაცია და ფსიქოლოგიური დახმარება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის თითქმის არ ხორციელდება. ღონისძიების დასასრულს გაიმართება დისკუსია და გამოიკვეთება კონკრეტული მიზნები, რაც შესაბამისობაში იქნება ჯანდაცვის მიმართულებით დღეს არსებულ რესურსებთან. ცნობისათვის, 2016 წლიდან ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობა თარგეთული პრეპარატი ჰერცეპტინით ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის და საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს მედიკამენტები უფინანსდებათ სრულად თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს 80%-ის მოცულობით. პაციენტის თანაგადახდა ამ შემთხვევაში შეადგენს 20%-ს. 2017 წელს ევროპა დონა აგრძელებს მუშაობას ექიმებთან, პაციენტებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლის მიზანსაც მეტასტაზური ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის ადექვატური მკურნალობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, 2017 წლიდან მეტასტაზური ძუძუს კიბოს მკურნალობა თარგეთული პრეპარატებით (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინიბი) ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ. სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს მედიკამენტები უფინანსდებათ სრულად თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს 80%-ის მოცულობით. პაციენტის თანაგადახდა ამ შემთხვევაში შეადგენს 20%-ს.
(NS)
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)