|
2017-07-12 22:25:19, 3041 ნახვა
ეკონომიკა
„ზედაზენი კრაფტი“ - ქართული ლუდის კომპანიის მორიგი საჩუქარი ლუდის მოყვარულებს
ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დღეს ახალი ბრენდის „ზედაზენი კრაფტი“-ს პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ წარმოების პროცესს დასწრებოდნენ და პირველი ბოთლში ჩამოსხმული კრაფტ ლუდი დაეგემოვნებინათ. სიახლე ქართული ლუდის წარმოებაში, ლუდის ხარშვის რენესანსი - სწორედ ასე აფასებს ამერიკელი და ევროპელი ლუდის მხარშველთა ასოციაცია ლუდის ხარშვის იმ მეთოდს, რომელსაც „ზედაზენი“ ახლა უკვე საქართველოში ჩაუყრის საფუძველს. „ეს არის შემთხვევა, როდესაც ლუდის ხარშვის ხელოვნება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემოსავალი“, - აცხადებს ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ წარმოების ხელმძღვანელი დავით ნაზღაიძე. მისივე თქმით, „ზედაზენი კრაფტი“ არის განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული ლუდი. „ლუდი, რომლისთვის სპეციალურად შეირჩა რამოდენიმე სახეობის სვია და ალაო და რომლის შექმნისთვისაც გამოვიყენეთ ხარშვის განსხავებული მეთოდი“. „მთავარია გქონდეს იდეა, მნიშვნელოვანია შექმნა ინდივიდუალური რეცეპტი და საგულდაგულო შეარჩიო ინგრედიენტები. კარგი ლუდი ყოველთვის უნდა იყოს ცოტა და იქმნებოდეს მხოლოდ მათთვის, ვისაც უყვარს განსაკუთრებული და განსხვავებული გემო“, - ასე განმარტავენ კომპანიაში ახალი ლუდის „ზედაზენი - კრაფტი“-ს შექმნის იდეას. „დიდხანს ვმუშაობდით ბოთლის დიზაინზე. ვფიქრობ, რომ საოცარი შედეგია. დიზაინში ჩვენ შევიტანეთ ახალი, ტრენდული ელემენტები ისე, რომ კარგად გამოგვეხატა ბრენდის არსი. ვფიქრობ, რომ საინტერესო შედეგი მივიღეთ და ის მომხმარებლისთვის მართლაც გამორჩეული იქნება“, – განაცხადა ”PETEnginnering”-ის უფროსმა დიზაინერმა, ედუარდო ოტერო როდრიგესმა. „ზედაზენი კრაფტი“ გაყიდვაში დღეიდან ჩაეშვება და დახლებზე 0,33ლ, 0,5ლ 1,0ლ, 2.0ლ და 2,5 ლიტრიანი შეფუთვით იქნება წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ „ზედაზენი“ ბაზარზე 2012 წლიდანაა და ის დღემდე სასმელების ბაზრის ლიდერია. ეს პოზიცია კომპანიამ საკუთარი პროდუქციისა და პოზიციონირების უწყვეტი განვითარებით დაიმსახურა. (R)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)