12:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 17:29:56, 2409 ნახვა

საზოგადოება
თბილისის პრობაციის ბიუროს დახმარებით, კიდევ ხუთი პრობაციონერი დასაქმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის ბიუროს დახმარებით,  ხუთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავალის წყარო გაუჩნდა.

თბილისის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებებისა და მათ საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, მოძიებული იქნა სამუშაო ადგილები.

პირობით მსჯავრდებულები რ.ბ, გ.ო, ა.თ, გ.ჩ, და კ.გ. სამშენებლო ბლოკის დამამზადებელ საამქროში ოპერატორად და მუშებად დასაქმდნენ. მათი ყოველდღიური ანაზღაურება,  საშუალოდ, 30-40 ლარი იქნება.

პირობით მსჯავრდებულთათვის დასაქმებაში ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.  ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სააგენტოს ძალისხმევით, უკვე 57 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. 2012  წლიდან დღემდე პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით 606 პრობაციონერია დასაქმებული. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics