20:15 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 13:06:47, 2522 ნახვა

კომენტარი
ელოშვილი: სემეკი სრულიად დამოუკიდებელია და ის მიიღებს გადაწყვეტილებას გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი

ენერგეტიკის ახალი მინისტრი ილია ელოშვილი არ საუბრობს, რა მოლოდინი აქვს ენერგეტიკის სამინისტროს გაზის ტარიფთან დაკავშირებით, რომელსაც სემეკ-ი მომავალ კვირას დაადგენს.

ელოშვილის თქმით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თავის მოქმედებებში სრულიად დამოუკიდებელია და ყველა მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს:

"ამ შემთხვევაში მოლოდინები არ არის მნიშვნელოვანი, არის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ამ ეტაპზე ითვლის ტარიფებს. ის თავის მოქმედებებში არის სრულიად დამოუკიდებელი, ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ პასუხები, გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი. ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა და ჩვენ გავიგებთ, რა იქნება", - განაცხადა ელოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics