20:16 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 11:25:51, 2717 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-პრემიერის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე წარუდგინა.

პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში გამოიკვეთოს საგარეო მიმართულება.

"ეს ყოველთვის იყო კიდევაც და ვფიქრობთ, ამ დანიშვნით გაესმევა ხაზი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მნიშვენლობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა პაპუნამ. ვფიქრობთ, ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულებაში ლომის წვლილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე პაპუნა მუშობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე. იგი იყო მთავარი მომლაპარაკებელი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე რომ, ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებლად და “,-აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics