|
2017-07-11 18:25:14, 3493 ნახვა
Lifestyle
„რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ" - სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია - "რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა". პეტიციის ავტორი მოთხოვნით საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მიმართავს. როგორც პეტიციის ტექსტშია ნათქვამი, "ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნიდან ტურისტების უვიზოდ მიღება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა". "ამის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავმიჯნავთ რუსეთს - როგორც აგრესორ სახელმწიფოს, და რუსეთიდან შემოსულ ტურისტს - როგორც ამ აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლს და არა - მიმდევარს. შესაბამისად, ლოგიკურია მოვითხოვოთ მათგან ამის ფორმალური დადასტურება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის დროს - იმის აღიარება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელ პოზიციას", - ნათქვამია პეტიციაში. გარდა ამისა ავტორს მაგალითად მოჰყავს იმ შესაძლო დოკუმენტის ტექსტიც, რომელსაც არსებობის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეები ხელს მოაწერენ: "ტექსტი შეიძლება იყოს მიახლოებით ასეთი - ვკვეთავ რა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს საკუთარი სურვილით, ვიზიარებ მასპინძელი ქვეყნის საზღვრების დეფინიციას, კერძოდ, ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიმაჩნია საქართველოს შემადგენელ ნაწილად". ამ ხელმოწერებს არ ექნება რაიმე იურიდიული ძალა, თუმც იგი იქნება ნათელი მესიჯი ყველასათვის, რომ რუსი ტურისტების შემოშვებით საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ, და ტურისტებად ვუშვებთ ხალხს, რომელიც არ იზიარებს აგრესორი ქვეყნის მტრულ იდეოლოგიას. ტურისტები რომლებიც არ დააფიქსირებენ თავიან ხელმოწერას, გაბრუნდებიან საზღვრიდან უკან. აღნიშნული მექანიზმი შეიძლება დარეგულირდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში. ცნობისთვის, იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს, პეტიციას ხელი 10 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს. ამ დროისთვის პეტიციაზე ხელი 5452 ადამიანმა მოაწერა. ამასთან, აღნიშნული პეტიციის შესახებ აფხაზური მედია Apsnylife-ც წერს. მედიაში ხაზგასმულია, რომ გასულ წელს საქართველოში მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ჩავიდა, მიმდინარე წლის პერიოდში კი, უფრო მეტი აპირებს ჩასვლას. გარდა ამისა, მედიას სოციალურ ქსელში პეტიციასთან დაკავშირებით გავრცელებული რამდენიმე კომენტარიც აქვს მოყვანილი და წერს, რომ პეტიციას მომხრეების გარდა, მოწინააღმდეგე მოქალაქეებიც ჰყავს : "ეს სისულელეა", "სირცხვილია ტურიზმისა და პოლიტიკის არევა", "იდიოტიზმია".
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)