|
2015-04-22 14:55:43, 353 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე ლიტვის ელჩს იონას პასლაუსკასს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იონას პასლაუსკასს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს ბათუმში ლიტვის საპატიო საკონსულოს შექმნაზე. ასევე ლიტვისა და საქართველოს რეგიონებისა და ქალაქების დამეგობრებაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლიტვის ელჩს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელი გადასცა. „ელჩთან თანამშრომლობა ძალინ პროდუქტიული იყო. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით. განვიხილეთ საკითხი ახალი საჰაერო რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდას. ლიტვის სახელმწიფო გეგმავს ბათუმში საპატიო კონსულის დანიშვნას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გვექნება საშუალება გადაიდგას ნაბიჯები საინვესტიციო, ბიზნესის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქების დამეგობრებზე. მიმაჩნია, რომ აუცილებელია დაწყებული ინიციატივების განხორციელება“, -აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. როგორც ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა აღნიშნა, ბათუმში საკონსულოს გახსნა იგეგმება, რაც მისივე თქმით, მომავალ თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. „აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის საკითხები. იგეგმება ბათუმში საკონსულოს გახსნა, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თანამშრომლობას. ამ ეტაპზე მიზნად ვისახავთ ჩვენი რეგიონებისა და ქალაქების თანამშრომლობის გაღრმავებას. მოხარული ვარ, რომ ლიტვაში საქართველოს მიმართ ინტერესი არის. ახალი საჰაერო რეისის დანიშვნის შედეგად საქართველოში ბევრი ლიტველი ტურისტი ჩამოვა“, -განაცხადა იონას პასლაუსკასმა დღევანდელი შეხვედრა ელჩის მიერ მისიის დასრულებას უკავშირდებოდა. იონას პასლაუსკასი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2010 წლის 3 მაისს დაინიშნა. ბატონი ელჩი მონაწილეობდა ლიტვის დიპლომატიური სამსახურის აღდგენაში და საზღვარგარეთ ლიტვური დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)