|
2017-07-11 16:15:27, 2734 ნახვა
სამართალი საზოგადოება
„ფრესკო“ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა
კომპანია „ფრესკო“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის წარმოებისათვის 2000 ლარით დააჯარიმა. როგორც აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ოთარ ჩახუნაშვილმა აღნიშნა, კომპანიას გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არსებული ჩანაწერების განადგურება დაავალა. "ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებდა ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში. მაშინ, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში პირდაპირ წერია: "ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. შესაბამისად, კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება“, - განაცხადა ჩახუნაშვილმა. ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შპს "ფრესკო შოპინგ ცენტრის" მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ განაცხადეს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)