|
2017-07-11 15:36:29, 2733 ნახვა
სამართალი კომენტარი
რამიშვილის განცხადებით, შპს-ს მესაკუთრე დეკანოზს თანხას ყოველთვიურად, ქველმოქმედების სახით ურიცხავდა
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე მისი პირადი სულიერი მამა იყო და დეკანოზს კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობები ჰქონდა როგორც სულიერ მოძღვარს. ამასთან, რამიშვილის თქმით, აღნიშნული კომპანიის დირექტორი პირადი გადაწყვეტილებით ახორციელებდა ქველმოქმედებას და ყოველთვიურად ურიცხავდა გარკვეულ თანხას მამა გიორგი მამალაძეს. „მოწმემ ბრძანა, რომ მამაო იყო მისი ოჯახის და მისი პირადი სულიერი მამა და შესაბამისად, როცა მოხდა შპს-ს დაფუძნება, კომპანიის თანამშრომლებთან ურთიერთობები მამა გიორგის ჰქონდა, როგორც სულიერ მოძღვარს. ქალბატონი თავისი პირადი გადაწყვეტილებით, რადგან იყო ამ კომპანიის მესაკუთრე, ქველმოქმედებას ახორციელებდა და შემოწირულობაზე იყო მამა გიორგი, ყოველთვე ურიცხავდა გარკვეულ თანხას. მან მანამდეც არაერთხელ თქვა, რომ ბევრი სასულიერო პირისთვის გაუწევია ქველმოქმედება“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არ არსებობს არავითარი „შპს-ს მამაო“ და გიორგი მამალაძე თანხას ქველმოქმედების სახით იღებდა. „შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორი ვიცი, „შპს-ს მამაო“ არ ვიცი“, - აღნიშნა რამიშვილმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)