|
2017-07-10 16:07:41, 2096 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა კახეთში რეინოლდ მესნერს უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში მსოფლიოში ცნობილ ალპინისტსა და მრავალი წიგნის ავტორს რეინოლდ მესნერს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს მთის კურორტების პოტენციალს ეცნობა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა რეინოლდ მესნერს ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთის კურორტების შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ მათი განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ცნობილი ისეთი მთამსვლელის რეკომენდაციები, როგორიც რეინოლდ მესნერია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთის კურორტებით მესნერის დაინტერესება მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავიამ რომ მსოფლიოში პირველი მთამსვლელი რეინოლდ მესნერი, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყრო და დალაშქრა თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი, კახეთის გარდა სვანეთს, თუშეთსა და ყაზბეგს ეწვევა. რეინოლდ მესნერმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. მას გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)