|
2017-07-08 19:07:00, 2054 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა GAU-ს კურსდამთავრებულებს გამოსაშვებ ცერემონიალზე სიტყვით მიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კურსდამთავრებულთა მეათე საიუბილეო გამოსაშვებ ცერემონიალს საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 150-მდე კურსდამთავრებულს სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი წარმატებული კარიერისათვის კარგ პლატფორმას იძლევა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, GAU-მ არსებობის 12 წლის მანძილზე ბევრი ამბიციური პროექტი განახორციელა და საერთაშორისო ჩართულობით განვითარების მზარდი პოტენციალი აქვს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსაც შეეხო და ყურადღება თავდაცვის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის საკითხზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ახალგაზრდებს მიზნისკენ სწრაფვა და ქვეყნის აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა უსურვა. GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან სალექციო საქმიანობა აკავშირებდა. მან უნივერსიტეტსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა. ცერემონიალზე სტუდენტებს სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიმართა; ვიდეოკონფერენციის საშუალებით კი, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორმა პეტრ ოცელიკმა და აზერბაიჯანის შაჰდაგის საერთაშორისო პროექტის წარმომადგენელმა შარმან შუმ მიულოცეს. მოგვიანებით, ლევან იზორიამ რეიტინგით პირველ და მეორე ადგილზე გასული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები სიგელებით დააჯილდოვა. ცერემონია, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ ჩატარდა, დიპლომების გადაცემითა და საზეიმო მიღებით დასრულდა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2005 წლიდან განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდას ემსახურება. (NS)
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რატომ გაასაიდუმლოეს 8 ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი - საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)