20:52 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 14:18:26, 3083 ნახვა

მსოფლიო
ერაყში სამხედროებმა ISIS-ის 35 ე.წ. ბოევიკის ლიკვიდირება მოახდინეს - „მოსული რამდენიმე საათში გათავისუფლდება“

ერაყის სამხედრო ძალებმა ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 35 ე.წ. ბოევიკის ლიკვიდირება მოახდინეს, - ამის შესახებ სააგენტო xinhuanet იუწყება.

"ჩვენი ძალები წინსვლას განაგრძობენ. ძველი ქალაქის მხოლოდ პატარა ნაწილია დარჩენილი, რომელიც ასევე გაიწმინდება ტერორისტებისგან", - განაცხადა სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა იაჰია რასულმა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მოსულის სრული გათავისუფლების შესახებ ერაყის სამხედრო ძალები რამდენიმე საათში განაცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ მოსულის გასათავისუფლებლად ბრძოლა სახელისუფლებო ძალებმა 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყეს. ომის განმავლობაში დაბომბვის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოსახლე გარდაიცვალა, 850 000 კი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics