|
2017-07-07 16:20:21, 3048 ნახვა
ეკონომიკა
ყველაზე ეფექტურ ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყებად ფინანსთა სამინისტრო დასახელდა
ყველაზე ეფექტური ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყება ფინანსთა სამინისტროა, - ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც სააგენტო „ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითმა“ საკუთარ საინფორმაციო - ანალიტიკურ პორტალზე ჩაატარა. გამოკითხვა 2017 წლის ივნისში განხორციელდა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა უმრავლესობამ - 38%-მა ყველაზე ეფექტურ ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო დაწესებულებად დიმიტრი ქუმსიშვილის უწყება, ფინანსთა სამინისტრო დაასახელა. მეორე და მესამე პოზიციაზე რესპოდენტებმა საქართველოს ეროვნული ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაასახელეს. „ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითი“ მსგავს გამოკითხვას პერიოდულად ატარებს. პირველი ასეთი გამოკითხვისას, რესპოდენტებმა უპირატესობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიანიჭეს, როდესაც მას ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)