|
2017-07-07 14:41:49, 2658 ნახვა
სამართალი საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ თათარიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ თათარიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშNული, სასამართლომ მიხეილ თათარიშვილი უდანაშაულოდ ცნო. "თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენისა და შენახვის ბრალდების საქმეზე ბრალდებული მიხეილ თ. უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. საქმის მასალების თანახმად, მიხეილ თ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“- 0, 144 გრამის ოდენობით, რომელიც 2017 წლის 15 მარტს, სამართალდამცველებმა ხაშურის რაიონის დაბა სურამში ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - ნათქვამია განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)