|
2017-07-07 14:29:27, 837 ნახვა
სამხედრო
საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
კრწანისში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცა, მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა. უწყების ინფორმაციით, 16 სამხედრო მოსამსახურეს დიპლომები, ერთ-ერთ მათგანს კი წარჩინებულის დიპლომი პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გრიგოლაშვილმა გადასცეს. საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 10 კვირის განმავლობაში 3 ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე მსმენელებმა სამხედრო ტოპოგრაფია შეისწავლეს. მეორე ეტაპზე სავარაუდო მოწინააღმდეგის შეცნობასა და ამ მიმართულებით საჭირო ტაქტიკას, ტექნიკასა და შეიარაღებას გაეცნენ. მესამე ეტაპზე კი, კურსის მონაწილეებმა ოცეულის დონეზე სადაზვერვო მომზადება გაიარეს. სწავლება, რომლის ძირითადი ნაწილი საველე-პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა, 24 აპრილს დაიწყო და დღეს დასრულდა. (NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)