|
2017-07-07 01:00:37, 1522 ნახვა
სპეციალური ანონსი
7 ივლისის ანონსი
7 ივლისს, 04:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიო ჩემპიონი, პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი საქართველოში დაბრუნდება.საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია - 599874774 7 ივლისს, 11:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდება. დაგემილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენა. 7 ივლისს, 12:00 საათზე, მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი დაესწრებიან. მის.: მცხეთა, წერეთლის ქუჩა (ყოფილი „ტურბაზის“ ტერიტორია) 7 ივლისს, 13:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართება.მის.: დიმიტრი უზნაძის ქ. N52 თემა: ”ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, ყველა შესაძლო ხერხით, შეებრძოლება სკოლებში სექსუალური განათლების შეტანას, სკოლების გენდერიზაციას”.საკონტაქტო პირი: ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მურჯიკნელი - 598 38 02 07 7 ივლისს, 16:30 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას ამერიკის ელჩი ეწვევა, რომელიც საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს და გაერთიანების წევრი დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდება. 7 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის ვარსკვლავი გაიხსნება. 7 ივლისს, 21:00 საათზე, ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეო პროექციით კლდეზე გაცოცხლებული თბილისის ისტორიის ღონისძიება გაიხსნება, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატები დაესწრებიან.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)