|
2017-07-06 13:31:14, 2216 ნახვა
ეკონომიკა
„ტერაბანკი“: ყოველგვარი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ მეანაბრეს ბანკის მხრიდან ზიანი მიადგა, სიცრუეა
„ტერაბანკი“ იურიდიული ფირმა BLB-სა და ყოფილი მეანაბრის მხრიდან, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველგვარი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ მეანაბრეს ბანკის მხრიდან ზიანი მიადგა, სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება. „იურიდიული ფირმა “BLB-ისა“ და ყოფილი მეანაბრის მხრიდან კვლავ გრძელდება „ტერაბანკის“ მიმართ ცილისმწამებლური კამპანია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ბანკის რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებას. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ბანკის ყოფილი მეანაბრისა და ბანკის ფილიალის ყოფილი მმართველის პირადი საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე ფაქტებთან დაკავშირებით. „ტერაბანკი“ არ ყოფილა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესის მონაწილე მხარე და დადგენილ განაჩენს „ტერაბანკის“ პასუხისმგებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ყოველგვარი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ მეანაბრეს ბანკის მხრიდან ზიანი მიადგა, სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო „ტერაბანკის“ განცხადების საფუძველზე, ვინაიდან, „ტერაბანკის“ ინტერესებში შედიოდა სიმარლის დადგენა. 2016 წლის 25 ნოემბერს „ტერაბანკმა“ მოაწყო ბრიფინგი, სადაც დეტალურად იქნა გამოაშკარავებული ის სქემა, რომელიც 2011-14 წლებში ბანკის წინააღმდეგ შეიმუშავეს და განახორციელეს ბანკის ყოფილმა მეანაბრემ და ბანკის ფილიალის ყოფილმა მმართველმა. ამასთან, ვინაიდან, მედიაში გაჟღერებული ბრალდებები „ტერაბანკის“ მიმართ მნიშვნელოვნად აზიანებს ბანკის რეპუტაციას, მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სახელის გამტეხი ინფორმაციის უარყოფის მიზნით, „ტერაბანკს“ სასამართლოში შეტანილი აქვს სათანადო სარჩელი. „ტერაბანკი“ თავისი საქმიანობისას ყოველთვის ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ბანკის ყველა შემდგომი მოქმედება დამოკიდებული იქნება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების დასრულების შედეგებზე. „ტერაბანკი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სრულად იცავს თავისი ყველა მეანაბრის ინტერესს და წლების მანძილზე ინარჩუნებს კლიენტების ერთგულებასა და ნდობას.
(R)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)