18:47 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 12:25:31, 2535 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სოზარ სუბარი: არჩევნების გაყალბება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2012 წელს დამთავრდა

„არჩევნების გაყალბება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2012 წელს დამთავრდა, მას შემდეგ მსგავსი რამ არ ყოფილა და არც მომავალში მოხდება”,-ამის შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

რაც შეეხება საარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტებს, მინისტრის თქმით, მსგავსი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება და მთავარია, რომ მათ სათანადო პასუხი გაეცა:

„ სტანდარტი, რომელიც შეიქმნა არის უაღრესად მაღალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადებებისა, მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნები იყო ყოველთვის ნათელი, გამჭვირვალე, სამართლიანი, იყო ინციდენტები, რაც ხდება არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველა ქვეყანაში. ამ ინციდენტებზე ყოველთვის გაეცა ძალიან მკაცრი, სათანადო პასუხი და გათვალისწინებული იქნება, რომ მომავალში ეს არ მოხდეს . ამის ნათელი მაგალითი იქნება არჩევნები, რომელიც ოქტომბერში გველოდება”,-აღნიშნა სუბარმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics