11:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 21:49:27, 2212 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან ჟან-კრისტოფ ბელიართან და ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტთან, რომელშიც წარმოდგენილი არიან წევრი სახელმწიფოების ელჩები.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო პრაღაში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარე არაფორმალურ დიალოგს. ზურაბ აბაშიძემ ევროკავშირის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დინამიკის შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა არ ასახულა რუსეთის პოლიტიკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ამ კონტექსტში ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ შემაშფოთებელ ფაქტებს, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას.

თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში და ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას.

6 ივლისს ზურაბ აბაშიძე მონაწილეობას მიიღებს გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics